logo_geo
eng_logo
თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს
- +

8 აპრილი. 2019. 15:05

 

 

27 მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის ლ.მ-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, 7 768.58 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობები (წონა 6,3 კგ.) გამოავლინეს.

 

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 7 768.58 ლარის ოდენობით შეეფარდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner