logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას: ძვირფასო კოლეგებო, თქვენ ძალიან დაბალფასიან ირონიაზე გადასულხართ
- +

8 აპრილი. 2019. 15:17

 

 

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე დეპუტატების ირმა ნადირაშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის გამოსვლებს გამოეხმაურა.

 

„მინდა გამოვეხმაურო ქალბატონ ირმა ნადირაშვილს და ზურა ჭიაბერაშვილს და მოკლედ ვუპასუხო: თქვენ, ძვირფასო კოლეგებო, ძალიან დაბალფასიან ირონიაზე გადასულხართ, დღეს მოგისმინეთ და ესეც ეროვნული ბანკის რეგულაციებს ხომ არ უკავშირდება?! იქნებ აგვიხსნათ“, - მიმართა კოლეგებს არჩილ თალაკვაძემ.

 

მანამდე „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა.

 

„თქვენ ნასიამოვნები ხართ იმ საქმით, რაც „თიბისი ბანკსა“ და მამუკა ხაზარაძეს დამართეთ“, - ამ სიტყვებით ირმა ნადირაშვილმა კობა გვენეტაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა. ნადირაშვილის თქმით, კობა გვენეტაძის საქციელი უკვალოდ არ ჩაივლის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner