მალტაში, ქალაქ ბირზებუჯაში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილ პირებს შორის საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ არის. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
შეგახსენებთ, რომ მალტაში, ქალაქ ბირზებუჯაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი დაჭრილი საქართველოს მოქალაქე იყო, რაც საქართველოს საგარეო უწყებამ არ დაადასტურა.
როგორც გამოცემა „Malta Today“ იუწყება, ინციდენტი გუშინ, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე მოხდა.
უცნობმა პირმა, რომელიც Toyota-ს მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა, სამ მიგრანტ მუშას გაუხსნა ცეცხლი.