logo_geo
eng_logo
ზვიად კვაჭანტირაძე: მიშა ისე დაბრუნდება ხელისუფლებაში, როგორც ბაბუაჩემი აღდგება მკვდრეთით!
- +

26 მაისი. 2016. 22:05


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ზვიად კვაჭანტირაძემ „აიპრესთან" განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მიერ გუშინ პარლამენტისთვის გამოცხადებული ბოიკოტი მხოლოდ წინასაარჩევნო პიარის ნაწილია.


მისი განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობა" ასეთი ხერხებით ცდილობს, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადოს.


გუშინდელი დემოსტრაციული წასვლა პარლამენტიდან, რომელსაც ბევრი ჩვენგანი ტაშით შეეგება, იყო და არის იმ სცენარის ნაწილი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" მიერ წინასაარჩევნოდ არის დაწერილი. ისინი ერთმნიშვნელოვნად ხედავენ, რომ ძალიან მცირე რაოდენობით შეიძლება მოხვდნენ პარლამენტში, ამიტომ, სცენარის დედა აზრი ასეთია, შექმნან წინა პირობები, იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში 9 ოქტომბერს ყველანი ერთად აყაყანდნენ და თქვან, რომ არჩევნები იყო არალეგიტიმური. ამას ჩვენ არ დავუშვებთ, ეს უკვე გავლილი გვაქვს, ეს არის მიხეილ სააკაშვილის ნაცადი მეთოდი, ის, მეთოდი, რომლითაც ის ხელისუფლებაში მოვიდა.

 

სააკაშვილი ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება, ისევე როგორც ბაბუაჩემი ვერ აღდგება მკვდრეთით", - განაცხადა კვაჭანტირაძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner