logo_geo
eng_logo
კობა გვენეტაძე: ისეთ ფაქტებზე ვისაუბრე, რომელთა შესახებ საზედამხედველო ორგანოები საჯაროდ არ საუბრობენ...
- +

8 აპრილი. 2019. 16:18

 

„ისეთ ფაქტებზე ვისაუბრე, რომელთა შესახებ საზედამხედველო ორგანოები საჯაროდ არ საუბრობენ - დიდი იმედი მაქვს, ეს ბოლო შემთხვევა იქნება“, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გააკეთა.

 

„ვფიქრობ, 5 აპრილის სხდომაზე ჩემი სიტყვით გამოსვლა ამომწურავი იყო. ძალიან ბევრ დეტალსა თუ ფაქტზე ვისაუბრე - მათ შორის ისეთ ფაქტებზე, რომელთა შესახებ როგორც წესი, საზედამხედველო ორგანოები საჯაროდ არ საუბრობენ და არც უნდა საუბრობდნენ! დიდი იმედი მაქვს, ეს ბოლო შემთხვევა იქნება, როდესაც ასეთ საკითხებზე საჯაროდ ვსაუბრობ. ამის მიუხედავად, ეს დეპუტატების ნაწილისათვის საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა - დეპუტატების ნაწილის დარწმუნება შევძელი, ნაწილის - ვერა. ზოგიერთი დეპუტატი გავანაწყენე კიდეც, თუმცა რას ვიზამთ, ერთია პოლიტიკოსის ტვირთი და მანდატი, მე კი ჩემი უფლებამოსილება და მანდატი მაქვს“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

 

გვენეტაძემ დღეს აღნიშნა ისიც, რომ პარლამენტის სხდომაზე ბევრი არასამართლიანი ბრალდება მოისმინა, რომელსაც ეროვნული ბანკის აპოლიტიკური მანდატიდან გამომდინარე ვერ გამოეხმაურება და შეფასებას ვერ გააკეთებს.

 

კობა გვენეტაძის მოსმენას ორი პლენარული სხდომა დაეთმო. მან „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და 2019 წლის 1 იანვარს შემოღებულ საცალო დაკრედიტების რეგულაციების შესახებ ისაუბრა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner