logo_geo
eng_logo
სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 60 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
- +

8 აპრილი. 2019. 16:19

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგის მიხედვით, 2019 წლის 8 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 60 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

 

აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 96 305 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.780 პროცენტით, მაქსიმალური 7.010 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი  6.833 პროცენტით განისაზღვრა.

 

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7.250 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner