logo_geo
eng_logo
კობა გვენეტაძე საბანკო რეგულაციებზე: საჭიროა ანალიზი, რის შემდეგაც, აუცილებლობის შემთხვევაში, საჭირო ცვლილებებს განვახორციელებთ
- +

8 აპრილი. 2019. 16:22

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ფინანსური რეგულაციების საერთო სურათის დანახვას მონაცემების შეფასება და ანალიზი სჭირდება, რის შემდეგაც აუცილებლობის შემთხვევაში, საჭირო ცვლილებებსაც განახორციელებენ.

 

როგორც გვენეტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, რეგულაციები გრძელვადიან ეფექტზეა გათვლილი და სექტორის მდგრადობას ემსახურება.

 

„რაც შეეხება რეგულაციებს, დასკვნების გამოტანა ჯერ ადრეა. მესმის, რომ ამ ეტაპზე გარკვეული საკითხები წარმოიშვა, მაგრამ ჩვენ უნდა შევხედოთ დიდ სურათს და ახლა გავაკეთოთ ის, რაც საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში ქვეყანას საფრთხეებს ააცილებს. მინდა, ჩვენმა საზოგადოებამ გაითავისოს, რომ ეროვნული ბანკის მოვალეობაა მიიღოს საჭირო, ზოგჯერ რთული და არაპოპულარული ზომები სისტემაში რისკების შესამცირებლად და ეს გადაწყვეტილებები თუ ნაბიჯები მნიშვნელოვანია ქვეყნის ფინანსური სექტორის განვითარებისთვის და ფინანსური სტაბილურობისთვის.

 

დანერგილი რეგულაციების შეფასებისას ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის გრძელვადიანი მიდგომა, რომელიც სექტორის მდგრადობას ემსახურება. ჩვენ ვცდილობთ რისკების მიტიგაციას და კრიზისის პრევენციას. ამავე დროს, მსურს საზოგადოებამ გაითვალისწინოს, რომ ორიენტირებულები ვართ გრძელვადიან შედეგებზე და არა მოკლევადიან ეფექტებზე. ასევე, ეს არის საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკა და სურათის დასანახად მონაცემების შეფასება და ანალიზი გვჭირდება, რის შემდეგაც აუცილებლობის შემთხვევაში, საჭირო ცვლილებებსაც განვახორციელებთ“, - განაცხადა  კობა გვენეტაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner