რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონის მცხოვრები გელა როსტობაია გაათავისუფლეს.
გელა როსტობაიას გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია „პირველ არხს“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
უწყებაში აცხადებენ, რომ ფაქტის შესახებ ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებული იყო ცხელი ხაზი.
რუსმა ოკუპანტებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონის მცხოვრები, 40 წლის გელა როსტობაია გუშინ საღამოს გაიტაცეს. გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ მისი დაკავება მაშინ მოხდა, როცა მდინარე ენგურზე თევზაობდა.