logo_geo
eng_logo
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობას იღებს
- +

8 აპრილი. 2019. 17:23

 

 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით სტრასბურგში იმყოფება, სადაც 8-12 აპრილს, მონაწილეობას იღებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო (PACE) სესიის მუშაობაში.

 

10 აპრილს, საპარლამენტო ასამბლეას სიტყვით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.

 

ამავე დღეს, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან და საქართველოს დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად  შეხვედრებს გამართავს - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ლილიენ მორი პასკიესთან, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ტორბიორნ იაგლანდთან და ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან ჯანი ბუკიკიოსთან.

 

საპარლამენტო დელეგაციის წევრები დაესწრებიან ევროპის მემორიალური დაფის გახსნას და საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებულ მიღებას. 

 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას საპარლამენტო დელეგაციის წევრები - ირინე ფრუიძე, ნინო გოგუაძე და გიორგი კანდელაკი ესწრებიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner