logo_geo
eng_logo
თსუ-ს აკადემიური საბჭო განცხადებას ავრცელებს
- +

26 მაისი. 2016. 22:27


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო განცხადებას ავრცელებს:



ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბოლო დღეების განმავლობაში  შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით აკადემიური  საბჭო აცხადებს, რომ საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის ძალადობის ნებისმიერი გამოვლინება მიუღებელია.


აუცილებელია დაუყოვნებლივ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები კონფრონტაციის თავიდან ასაცილებლად, რათა ვითარება დაუბრუნდეს კანონიერ ჩარჩოებს.


აკადემიური საბჭო  მოუწოდებს  სტუდენტებს ნებისმიერი საკითხი დიალოგის გზით გადაწყვიტონ. საბჭო მზადყოფნას გამოთქვამს აქტიურად ჩაერთოს დიალოგში და  ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის ფართო და ყოვლისმომცველი რეფორმირების პროცესს.  „უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებზე დიალოგი, რომელშიც არიან ჩართული სტუდენტები, მნიშვნელოვანია და უნდა  გაგრძელდეს.


უნდა გამოვიყენოთ ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში არსებული პრობლემები ერთად, ურთიერთმხარდაჭერით გადავჭრათ.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner