logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: პოპულისტურ გამონათქვამებს, თითქოს ქვეყანაში დიდი არეულობაა, დემოკრატიის ხარისხი უნდა დავუპირისპიროთ
- +

8 აპრილი. 2019. 19:10

 

 

„ეროვნულ, 9 აპრილის სულისკვეთებას, განვითარებას, ხვალინდელ დღეზე ფიქრს უნდა დავაფუძნოთ ჩვენი მომავალი და სწორედ ამაშია საჭირო ერთიანობა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წერილზე კომენტირებისას აღნიშნა.

 

როგორც მდინარაძემ განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ პოპულისტურ გამონათქვამებს, რომლის მიხედვითაც, თითქოს ქვეყანაში დიდი არეულობაა, უნდა დაუპირისპიროს დემოკრატიის ხარისხი, რასაც ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება უნდა მოჰყვეს.

 

„ვიცით, რომ ბოლო წლების მთავარი მონაპოვარია თავისუფლება და ადამიანის უფლებები, ამავდროულად ჩვენ ეროვნულ, 9 აპრილის სულისკვეთებას, განვითარებას, ხვალინდელ დღეზე ფიქრს უნდა დავაფუძნოთ მომავალი და ამაშია სწორედ საჭირო ერთიანობა. პოპულისტური გამონათქვამებით და პიარ-სტრატეგიებით, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იმისკენ არის მიმართული, რომ ქვეყანაში არის დიდი არეულობა, ცდილობენ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. „ქართულმა ოცნებამ“ ამას უნდა დაუპირისპიროს მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე, ისევ და ისევ მეტი განვითარება, დემოკრატიის ხარისხი, რასაც უნდა მოყვეს ეკონომიკური მდგომარეობის, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და ჩვენ უნდა ვიფიქროთ ერთიანი ძალებით ხვალინდელ დღეზე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით წერილი დღეს გაავრცელა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner