logo_geo
eng_logo
თსუ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე!
- +

26 მაისი. 2016. 22:27


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობას ღებულობს თბილისის წიგნის მე-18 საერთაშორისო ფესტივალში, რომელიც საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში" 29 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.


თსუ წიგნის მაღაზიათა ქსელი საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, სხვადასხვა ღონისძიებასთან ერთად, გთავაზობთ 60 %-მდე ფასდაკლების აქციას თსუ გამოცემებზე.


თსუ წიგნის მაღაზია ასევე ჩართულია ფერეიდანში მცხოვრები ქართველი თანამემამულეებისთვის ქართული ბიბლიოთეკის შექმნის პროცესში. ფერეიდანში გასაგზავნი წიგნები და წერილები შეგროვდება თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზეც, თსუ სტენდთან განთავსებულ სპეციალურ სკივრში. სკივრში წიგნებისა და წერილების განთავსება შუეძლია ნებისმიერ მსურველს, მათ შორის - გამომცემლობებს.


თსუ გამომცემლობის წიგნების საფესტივალო კატალოგის ელ. ვერსია: https://issuu.com/gpbaofficial/docs/tsu_salelist/3?e=0



მისამართი: წერეთლის 118, „ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონი, თსუ სტენდი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner