საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მამუკა მურჯიკნელმა, გაცნობითი შეხვედრა გამართა თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ბენდინიაზ მიატიევთან და თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილესთან ბაჰარგულ აბდიევასთან.
საქართველოს ელჩმა მამუკა მურჯიკნელმა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბენდინიაზ მიატიველმა, საუბრისას განიხილეს ქართულ - თურქმენული ურთიერთობების აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის: მაღალი დონის ვიზიტების ორგანიზებაზე; ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარებაზე; თურქმენეთში ქართული პროდუქციის წარმოჩენის ხელშეწყობაზე; თბილისსა და აშხაბადს შორის პირდაპირი საავიაციო მიმოსვლის დაწყების შესაძლებლობაზე; კულტურის სფეროს წარმომადგენელთა მონაწილეობით ქალაქ აშხაბადში ერთობლივი ღონისძიების ჩატარებაზე და სხვა.
ხოლო საქართველოს ელჩმა და თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილემ ბაჰარგულ აბდიევამა ისაუბრეს კულტურის სფეროში საქართველოს და თურქმენეთს შორის ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე. ასევე მათ გამოთქვეს დაინტერესება კულტურის სფეროს წარმომადგენელთა მონაწილეობით ქალაქ აშხაბადში ერთობლივი ღონისძიების ჩატარებაზე და იმსჯელეს სამომავლოდ კულტურის დღეების გაცვლის შესაძლებლობებზე.
როგორც, თურქმენეთის ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, მიმდინარე წლის ნოემბერში ქალაქ აშხაბადში დაგეგმილ თეატრალურ ფესტივალზე სიამოვნებით იხილავდა ქართული თეატრის წარმომადგენლებს და სურვილი გამოხატა ორი ქვეყნის მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებს შორის თანამშრომლობის გაფართოებაზე.