საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თურქეთის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავამ, თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრის ხელმძღვანელობასა და მსახიობებს, ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისათვის, საქართველოს საელჩოს სახელით, სამადლობელი სიგელი გადასცა.
ღონისძიება ანკარის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის - “Ethos Ankara International Theatre Festival“- ის გახსნის ფარგლებში წარდგენილი სპექტაკლის “ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობ” - ის შემდეგ გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ სპექტაკლი თურქმა დრამატურგმა თუნჯერ ჯუჯენოღლუმ სპეციალურად ახმეტელის თეატრისთვის დაწერა და შეიძლება ითქვას, რომ ეს გახლვათ ერთ-ერთი მასშტაბური ქართულ-თურქული პროექტი, რომლის ფარგლებშიც პიესა „ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა“ ორ, ქართულ და თურქულ ენებზე წიგნად გამოიცა.
ამასთან, 6 აპრილს, თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრი ცნობილ თურქ დრამატურგთან, თუნჯერ ჯუჯენოღლუსთან ერთად საქართველოს საელჩოში იმყოფებოდა, სადაც გაიმართა მათი გულთბილი შეხვედრა საქართველოს ელჩთან და საელჩოს თანამშრომლობით.