2019 წლის 9 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს უმასპინძლებს, საქართველოს ეროვნული ერთიანობის დღის -1989 წლის 9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
ღონისძიების ფარგლებში დიპლომატიური კორპუსისთვის მოხდება ისტორიული მოვლენების პრეზენტაციის გაცნობა, 1989 წლის 9 აპრილის ქრონიკებს გაიხსენებს და შეაფასებს სტრატეგიული გამოკვლევების ცენტრის დირექტორი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი მენაღარიშვილი, ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების ამსახველი საარქივო მასალების ფოტო-გამოფენა. მოწვეულ სტუმრებს ასევე სიტყვით მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.
1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან 30 წელი შესრულდა. ამ დღეს საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი მოჰყვა.