ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი თადარიგის გენერალ-მაიორი კობა კობალაძე თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო „TIKA"-ს თბილისის ოფისის კოორდინატორს მუსტაფა ქორქმაზს შეხვდა.
კობა კობალაძემ მუსტაფა ქორქმაზს სამსახურის სამომავლო გეგმები და ვეტერანებისთვის დაგეგმილი პროექტები გააცნო.
ისაუბრეს ვეტერანების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და საზოგადოებაში ვეტერანების ღირსების ამაღლებაზე. შეხვედრის ბოლოს კობა კობალაძემ „TIKA"-ს თბილისის ოფისის კოორდინატორს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ახალი ოფისი დაათვალიერებინა, სადაც ვეტერანები მალე საუკეთესო პირობებში შეძლებენ მომსახურების მიღებას. მუსტაფა ქორქმაზმა კობა კობალაძეს გარკვეული სახის დახმარებები შესთავაზა და მხარეები სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.