გიორგი კვირიკაშვილმა და კობა კობალაძემ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
როგორც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა აღნიშნა, დღევანდელი დღე თითოეული ქართველისთვის საამყო და ბედნიერი დღეა.
„ზუსტად ეს ბიჭები და მრავალი მათგანი შეეწირა ქვეყნის დამოუკიდებლობას. ჩვენ ნუ დავივიწყებთ, რომ ჩვენზე უფრო კარგები იყვნენ. გავიხსენოთ ჩვენი პირველი პრეზიდენტი, გავიხსენოთ მერაბ კოსტავა, მითუმეტეს მოვულოცოთ, მის ოჯახს. ყველას მივულოცოთ დღევანდელი დღე. ჩვენ ცუდები ვართ თუ კარგები, რეალურად ვართ ღირსნი იმისა, რომ ვიყოთ დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქეები. ეს ქვეყანა ჩვენვე გვეკუთვნის და საერთოდ ჩვენი მიზანი არის ის, რომ ის დამოუკიდებლობა ღირსეულად არა მარტო ვატაროთ, არამედ შევინარჩუნოთ", - განაცხადა კობა კობალაძემ.