logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: თინა ხიდაშელი თანამდებობიდან უნდა გადადგეს, მერე კი, ციხეში ჩასაჯდომად მოემზადოს!
- +

25 თებერვალი. 2016. 22:55


„პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი საგარეჯოს არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას მიესალმება და აღნიშნავს, რომ გამოძიების დასრულებამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგეს.



„მიხარია, რომ დაიწყო გამოძიება. გამოძიების დასრულებამდე თავდაცვის მინისტრმა უნდა მიბაძოს სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრს, დავით კირვალიძეს და "წარმატებულად" გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან. მერე კი, მოემზადოს ციხეში ჩასაჯდომად."- აღნიშნავს ინაშვილი.



საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საგარეჯოს მაჟორიტარულ არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.


გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსისი 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.


გამოძიების საფუძველი გახდა არასამთვრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს" მიმართვა, რომელიც დეპუტატ გოგი თოფაძის საჯარო განცხადებებს ეხება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner