logo_geo
eng_logo
თბილისის ცენტრალურ უბნებში მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობა აიკრძალა!
- +

26 მაისი. 2016. 22:32


საკრებულომ თბილისის ცენტრალურ უბნებში საცხოვრებელ სახლებზე K2 კოეფიციენტის გადამეტებაზე შეზღუდვა დაამტკიცა. ეს ნიშნავს იმას, რომ დედაქალაქში უკვე ამოქმედდა საკანონმდებლო ნორმა, რომელიც ცენტრალურ უბნებში ახალი მშენებლობების დაწყებას კრძალავს. K2 კოეფიციენტის შეზღუდვა, მაღალსართულიანი შენობის მშენებლობის შეზღუდვას გულისხმობს.


ეს გადაწყვეტილება  ნიშნავს, იმას რომ ქალაქის ცენტრში რაც არის დადგენილი შენობები სადაც შეიძლება რომ აშენდეს, იმაზე მეტის აშენების უფლებას აღარ მისცემენ",-ამბობს „პოლიტკომერსანტთან" საუბარში არქიტექტორი მიხეილ ბალუაშვილი.


საკრებულოსა და მერიაში განმარტავენ,რომ შეზღუდვა დროებითია და ის ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმის დამტკიცებამდე გაგრძელდება.


საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, სადაც თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესში შესატანი ცვლილებების პროექტზე იმსჯელეს, მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა დიმიტრი მოსულიშვილმა აღნიშნა, რომ კ2 კოეფიციენტის შეზღუდვის გარდა აკრძალული იქნება გამწვანებულ ტერიტორიებზე განაშენიანება.


ცვლილებების თნახმად, თბილისის ცენტრალურ ნაწილში საცხოვრებელ სახლებზე 2 კოეფიციენტის გადამეტება აღარ მოხდება, ასევე იზღუდება განაშენიანება გამწვანებულ ტერიტორიებზე, რაც მეტი საჯარო სივრცეების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული, გარდამავალი პერიოდის ღონისძიებაა, იმ საბოლოო პოლიტიკის შემუშავებამდე, რომელსაც მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე გუნდი შეასრულებს",- განმარტა დიმიტრი მოსულიშვილმა.


მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობის აკრძალვის აუცილებლობაზე სპეციალისტები დიდი ხანია საუბრობენ და საგანგაშო პროგნოზსაც აკეთებენ. ურბანისტები იმასაც ამბობდნენ, რომ თუ კი შეზღდუდვა არ დაწესდება, რაღაც მომენტში შეიძლება თბილისი დაინგრეს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner