logo_geo
eng_logo
ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი პატიმრობიდან გათავისუფლდა
- +

9 აპრილი. 2019. 12:01

 

 

ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი რუსეთში, ორენბურგის ოლქში მდებარე ციხიდან გათავისუფლდა.

 

როგორც საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება, მის შემდგომ ბედს სამართალდამცველები გადაწყვეტენ.

 

„დღეს მისი სასჯელის მოხდის ვადა ამოიწურა. ტარიელ ონიანი გათავისუფლებულია კოლონიიდან სასამართლოს გადაწყვეტილებით. მისი შემდგომი ბედი სამართალდამცველების კომპეტენციაშია“, - განაცხადეს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურში.

 

შეგახსენებთ, რომ აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი იყო ტარიელ ონიანის დეპორტირებაზე, ვინაიდან მას რუსეთის მოქალაქეობა არ აქვს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner