logo_geo
eng_logo
ქობულეთის მერი 9 აპრილის სკვერში 30 წლის წინანდელი ტრაგედიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
- +

9 აპრილი. 2019. 12:59

 

ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე, საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად 9 აპრილის სკვერში 30 წლის წინანდელი ტრაგედიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

 

სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებმა ინსცენირება „გზა თავისუფლებისკენ“ წარმოადგინეს. პარალელურად 1989 წლის 9 აპრილის ვიდეო კადრების ფონზე ტრაგედიის ამსახველი ფოტოები გამოიფინა.

 

 ღონისძიების მონაწილეებმა სკვერში ყვავილებით საქართველოს რუკა გამოსახეს. მემორიალისკენ მიმავალ სანთლებით განათებულ ბილიკზე ინსცენირების მონაწილეებმა სიმბოლურად 9 აპრილს დაღუპული 21 გმირი განასახიერეს.

 

„დღეს უდიდესი დღეა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. ეს არის დღე ადამიანებისა, რომლებმაც 30 წლის წინ სამოქალაქო გმირობისა და თავდადების მაგალითი გვაჩვენეს. ეს არის დღე ისტორიული სამართლიანობის აღდგენისა და საქართველოს სამოქალაქო ერთიანობისა“, - აღნიშნა მირიან ქათამაძემ.

 

 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების მიერ, პარლამენტის შენობის წინ მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დარბევისას 21 ადამიანი დაიღუპა. 1991 წლის 9 აპრილს კი, მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner