„ლევილის ქართველთა მამულის საქართველოსთვის გადმოცემას გილოცავთ!"- ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი ლევილის მამულთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს:
„დღევანდელ დღეს საზეიმო სწორედ ესაა, როგორც იქნა ამ საქმეს წერტილი დაესვა, მაგრამ ამ თემაზე გაკვრით ამბობენ საინფორმაციო გამოშვებებში, ოფიციალურ კომენტარებში; აქცენტი არაფრის მომცემ, იდიოტურ ღონისძიებებზეა - რაღაც კაფსულა აქვთ აჩემებული და კიდევ რუსთაველის გამზირზე ამერიკული ტანკების გახრიგინებას ზეიმობენ. სხვათაშორის ამბობენ, რომ დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში საზიემოდ მოეწერება ხელი ლევილის მამულის გადმოცემას.
ეს სიმბოლური ღონისძიება იქნება, რადგან დოკუმენტები ოფიციალურად საფრანგეთში უნდა გაფორმდეს. 1918-1921 წლებშის აქართველოს ხელისუფლების სათავეში მყოფმა მთავრობამ ვერ შეინარჩუნა დამოუკიდებლობა, მაგრამ მომავალ თაობას შეუნარჩუნდა საგანძური და დღეს იმ მთავრობის წევრების შთამომავლები საქართველოს იმ მამულს გადმოცემენ, რომელიც მათმა წინაპრებმა აქედან წაღებული ფულით საფრანგეთში შეიძინეს."