logo_geo
eng_logo
მანანა მაჩაბელი: მერაბს და ზვიადს არაჩვეულებრივი მეგობრობა ჰქონდათ...
- +

26 მაისი. 2016. 23:34


შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ფსიქოლოგი მანანა მაჩაბელი „რეპორტიორთან" მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას იხსენებს.



მერაბს და ზვიადს არაჩვეულებრივი მეგობრობა ჰქონდათ, მე ასეთი მეგობრობა და მხარში დგომა არასდროს მინახავს. 1956 წელს ჩვენი კლასელი ბიჭები დაიჭირეს, ვინც წამოიწყო ეროვნული საქმიანობა. მერაბი გამოაწრთო ყველა იმ გაჭირვებამ.

 

მერაბმა ციხე, გადასახლება და ეს გაჭირვებები სამჯერ გადაიტანა. თითოეული ციხიდან გამოსვლა, გადასახლებიდან დაბრუნება მას ზრდიდა და ვერც იმას იტყოდი, რომ ფიზიკურად იყო დაჩაჩანაკებული. სულიერად კარგი ბიჭიდან, მუსიკისა და პოეზიის მოყვარულიდან, ის ჩამოყალიბდა ეროვნულ გმირად, განსაკუთრებით ციხიდან მესამედ გამოსვლის შემდეგ."- აღნიშნავს მაჩაბელი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner