logo_geo
eng_logo
ეკა ბეჟანიშვილის დედა: პრეზიდენტს არაფერს ვეტყოდი, იმის დანაშაულია, ვინც ეს დაუწერა და დაუდო
- +

9 აპრილი. 2019. 22:10

 

9 აპრილის გმირის, ეკა ბეჟანიშვილის დედის, ლალი ყანჩაველის განცხადებით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ღონისძიებაზე დასწრების თაობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან მიწვევა არ მიუღია.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ლალი ყანჩაველმა განუცხადა, ის, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეკა ბეჟანიშვილის გვარი შეცდომით წაიკითხა, დისგან გაიგო.

 

„დღეს მიღებაზე მიწვეული არ ვყოფილვარ. სიის წაკითხვის დროს ეკას გვარის შეშლია და სწორად არ უხსენებია. ჩემი ტელეფონი დაკავებული იყო ჟურნალისტებთან საუბრის დროს. სხვა დროს მე ტელეფონი არ დამიკავებია. ან, სად უნდა ვილაპარაკო იმდენი, რომ მთელი დღე გამორთული ან დაკავება მქონდეს ტელეფონზე?! დღეს, 14:30 საათიდან საღამომდე სასაფლაოზე ვიყავი. ჩემმა დამ დამირეკა და მითხა, რომ პრეზიდენტს ეკა ბეჟანიშვილის ნაცვლად ბეჟაშვილი უთქვამს. კონკრეტულად პრეზიდენტს არაფერს ვეტყოდი, ჩემი აზრით, უფრო იმის დანაშაულია, ვინც ეს დაუწერა და დაუდო“, - განაცხადა ლალი ყანჩაველმა.

 

პრეზიდენტის პრესსპიკერის ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, 9 აპრილის ტრაგედიის გმირის - ეკა ბეჟანიშვილის ოჯახს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ფიზიკურად ვერ დაუკავშირდა იმისთვის, რომ დღევანდელ ღონისძიებაზე სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში მიღებას დასწრებოდა.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მოისწრაფიშვილმა განუცხადა, ეკა ბეჟანიშვილის ოჯახთან დარეკვის დროს, ტელეფონზე მუდმივი დაკავება ფიქსირდებოდა და ამ მიზეზით ოჯახს ვერ შეატყობინეს, რომ უნდა დასწრებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებისათვის პრეზიდენტის სახელით გამართულ მიღებას. ამასთან, მოისწრაფიშვილმა განმარტა, რომ სალომე ზურაბიშვილს ეკა ბეჟანიშვილის სახელი და გვარი შეცდომით არ წაუკითხავს.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner