logo_geo
eng_logo
უკრაინის პროკურატურა სააკაშვილის თანაშემწეს, თემურ ნიშნიანიძეს ფინანსურ მაქინაციებში ადანაშაულებს
- +

27 მაისი. 2016. 00:03


უკრაინის გენერალური პროკურატურა უკრაინაში საქართველოს ყოფილ კონსულს თემურ  ნიშნიანიძესა და  საკონსულოს ყოფილ თანამშრომლებს ფინანსურ მაქინაციებში ადანაშაულებს.


უკრაინული მედიის ცნობით, ნიშნიანიძის სამუშაო კაბინეტსა და საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა უკვე ჩატარდა. ამოღებულია დოკუმენტაცია, რომელიც უკანონო ფინანსურ ოპერაციებს ადასტურებს. საუბარია დაახლოებით 20 მილიონ გრივნაზე.


ეს ფაქტი ოდესის გუბერანტორმა მიხეილ სააკშვილმა გააპროტესტა, რომელმაც მომხდარს პოლიტიკური დაკვეთა უწოდა.


თავად თემურ ნიშნიანიძის თქმით კი, ჩხრეკის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას კანონიერებასთან საერთო არაფერი აქვს.


ამასთან, უკრაინის მთავრი პროკურორის  იური ლუცენკოს ინფორმაციით, რამდენიმე საქველმოქმედო ფონდის საქმიანობის შესწავლა დეპუტატების მოთხოვნის საფუძველზე ტარდება და მათ შორის არის ნიშნიანიძესთან დაკავშირებული ფონდი სახელწოდებით - "На благо Одессы".


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner