logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: საზოგადოებასთან თითქოს ხიდი ჩაგვიტყდა, თუმცა ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზები
- +

10 აპრილი. 2019. 01:37

 

„ჩვენ საზოგადოებასთან თითქოს ხიდი ჩაგვიტყდა, თუმცა ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზები“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

 

ივანიშვილის განცხადებით, საზოგადოება მდგომარეობას იმაზე რთულად აღიქვამს ვიდრე რეალურად არის.

 

„ჩვენ საზოგადებასთან თითქოს ხიდი ჩაგვიტყდა, თუმცა ამას აქვს ობიექტური მიზეზები: უკვე მეშვიდე წელი მიდის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის. გაჭირვებული მოსახლეობას დიდი ნაწილს, რა თქმა უნდა, შეღავათი ჰქონდა სხვადასხვა სოციალური დახმარებებით, სამუშაო ადგილებიც მეტი გაჩნდა, ვიზალიბერალიზაცია მივიღეთ თუმცა ამ ფონზე ჩვენი მცდელობების და მიღწევის შეფასება უჭირთ. დიდი შეღავათები მიიღო ყველა ფენამ ჯანდაცვიდან და სხვა პროგრამიდან გამომდინარე, მაგრამ კარგს იოლად ეჩვევა ადამიანი და მალე ივიწყებს და უნდა მუდმივად იყოს ტენდენცია უკეთესობისკენ. მაგრამ იმ ფონზე, როცა გვყავს ასეთი ოპონენტი, როგორიც არის „ნაციონალურ იმოძრაობა“, რომელიც სიცრუეს აფრქვევს მუდმივად, საზოგადოების განწყობა არის ძალიან მძიმე. მე საჯაროდაც ვიტყვი, გუნდშიც რამდენჯერმე მქონდა ამაზე საუბარი, კვლევაც ჩავატარეთ. ნიჰილიზმი, მე უფრო ხშირად ვამბობ სასოწარკვეთილება - ამის მიზეზია ობიექტური აღქმა და ოპონენტები რას შვებიან და შედეგი ესაა“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საზოგადოება დავაბრუნოთ რეალობაში. რეალობა არ არის ისეთი მძიმე როგორიც არის განცდა და აღქმა მისი. შედარებას გავაკეთებ რომ ჩვენზე ღარიბ ქვეყნებში ბედნიერების ინდექსი ჩვენზე მაღალია, აი საფრანგეთში კი ჩვენზე დაბალი“ - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner