logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ვფიქრობ, მთავრობა კარგად და სწორად არის შერჩეული
- +

10 აპრილი. 2019. 01:56

 

„გუნდი გაუმართავი იყო, ვერტიკალი იყო ძალიან სუსტი“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ გუნდში ყველაზე მეტი მუშაობა საპარლამენტო უმრავლესობასთან დასჭირდა.

 

ივანიშვილმა კაბინეტიც შეაფასა და განმარტა, რომ ზოგიერთ მინისტრთან კითხვის ნიშნები რჩება.

 

„ნახეთ, რომ ბევრი დრო დავხარჯე, განსაკუთრებით, საპარლამენტო უმრავლესობასთან. მე ვფიქრობ, რომ იქ ახლა სიტუაცია პრინციპულად შეიცვალა. მოტივაცია გუნდში გასაძლიერებელია და ვაგრძელებ ამ მიმართულებით მუშაობას. ვფიქრობ, მთავრობა კარგი შერჩეულია და სწორი შერჩეულია. იქ შეიძლება იყოს რამდენიმე სამინისტრო და მინისტრი რომელთანაც იყოს პატარა კითხვები, თუმცა პრემიერი ძალიან ცდილობს“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner