logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი კრიმინალის ზრდაზე: აქ საზოგადოების ჩართულობაც უნდა იყოს, მარტო პოლიცია ვერ უშველის...
- +

10 აპრილი. 2019. 02:14

 

„კრიმინალი რაღაც ნაწილშია გაზრდილი, აქ საზოგადოების ჩართულობაც უნდა იყოს, მარტო პოლიცია ვერ უშველის“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

 

„მინისტრმა ახსნა გააკეთა, რაღაც ნაწილშია გაზრდილი კრიმინალი, ოჯახური ძალადობა და კიდევ სხვა, რასაც საზოგადოების ჩართულობა უნდა და მარტო პოლიცია ვერ უშველის ამას. ყველაფერზე გვაქვს ჩვენ სათქმელი. სათქმელი არ გვქონდა, როდესაც მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი იმაზე უარეს მდგომარეობაში ჩავარდა, ვიდრე ჩვენს მოსვლამდე იყო. ეს იყო ტრაგიკული და მადლობა ღმერთს , ეს გამოვასწორეთ. სხვა შემთხვევაში ყველგან გვაქვს სათქმელი“, - განაცხადა ბიძინა ვანიშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner