„პიონერფილმის“ ხელმძღვანელი გრიგოლ ჩიგოგიძე თბილისში ქეთო და კოტეს ქანდაკების განთავსების საკითხის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ დიდი სურვილის მიუხედავად, პიონერთა სასახლის ბაღში ქეთო და კოტეს ქანდაკების დადგმისა, საჯარო უწყებებისგან უარი მიიღეს.
„პიონერთა სასახლის ბაღში ქეთო და კოტეს ქანდაკების დადგმაზე ჯერ კიდევ ვახტანგ ტაბლიაშვილის დროს ვფიქრობდით.
ვის არ მივმართე, ერთმა უწყებამ მიპასუხა- ეგ ბაღი ისტორიულია მაგ ქანდაკების დადგმა არ შეიძლებაო, მეორე უწყებამ- ჩვენი საბჭო რეკომენდაციას არ უწევს მაგ იდეასო. ამ საიუბილეო დღეებში თბილისის მეტროპოლიტენმა ყველა სადგურში ექსკალატორებთან განათავსა ქეთო და კოტეს სურათი. მანდ შეიძლება?.."- წერს ჩიგოგიძე.