„თვითორგანიზების ქსელი" ტყიბულში მიმდინარე ბოლო მოვლენების შესახებ ინფრმაციას ავრცელებს. როგორც ცნობილი გახდა გაფიცული მეშახტეები კომპანიის ადმინისტრაციულ შენობაში შეიჭრნენ. მათ სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ, არიან დაშავებულები.
„ამ წუთებში დაგვირეკეს და გვამცნეს ჩვენმა წარმომადგენლებმა რომ გაფიცულმა მუშებმა და აქტივისტებმა ორგანიზებულად დაიკავეს კომპანიის ადმინისტრაციული შენობა ტყიბულში! ნაწილი ამ წუთებშიც გამაგრებულია შენობაში, თუმცა აქტივისტების ნაწილს ძალადობით გაუსწორდნენ ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურები და აიძულეს მათ შენობის დატოვება. ადგილი ჰქონდა სამი აქტივისტის ფიზიკურ შეურაცხჰყოფას. მათ შორის გოგონებიც არიან.
მუშები არ აპირებენ უკან დახევას და მოითხოვენ თავიანთი სამართლიანი მოთხოვნების შესრულებას! სოლიდარობა გაფიცულ მაღაროელებს!
ახლა როგორც არასდროს გვჭირდება თქვენი გვერდში დგომა!"