logo_geo
eng_logo
სასამართლომ მაია რჩეულიშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- +

10 აპრილი. 2019. 12:15

 

სასამართლომ მაია რჩეულიშვილი „ცენტრ-პოინტის“ საქმეზე დამნაშავედ ცნო და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

ბრალდებული პროცესზე არ გამოცხადებულია. განაჩენის გამოცხადებამდე კი მხარეებმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს.

 

ადვოკატი ითხოვდა ამ საქმის სამოქალაქო ჭრილში განხილვას, რადგანაც, მისი განცხადებით, აქ საუბარი იყო ნარდობის ხელშეკრულების დარღვევაზე. თუმცა, ბრალდების მხარე აცხადებდა, რომ მაია რჩეულიშვილის დავალებით მოსთხოვეს თანხების გადახდა.

 

მაია რჩეულიშვილსა და ქეთევან ჟორდანიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც თაღლითობას გულისხმობს. რაც შეეხება ქეთევან ჟორდანიას - აღნიშნულ საქმეზე მას საპროცესო შეთანხმება აქვს გაფორმებული.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner