logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: ვამაყობთ, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად ავირჩიეთ ქალი პრეზიდენტი
- +

10 აპრილი. 2019. 15:24

 

 

„ვამაყობთ, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად ავირჩიეთ ქალი პრეზიდენტი, ეს არის უდიდესი მიღწევა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ახალი პრეზიდენტის არჩევით ძალაში შევიდა კონსტიტუციის ახალი რედაქცია.

 

„ახლა საქართველო არის საპარლამენტო დემოკრატია, სადაც მე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ანგარიშვალდებული ვარ პარლამენტისა და მისი წევრების, ხალხის რჩეულთა წინაშე. შედეგად, ბოლოდროინდელი რეფორმების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტი გახდა იმაზე ძლიერი, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ძლიერი პარლამენტი კი ნიშნავს ძლიერ საპარლამენტო ზედამხედველობას. ამიტომ, გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისადმი ანგარიშვალდებულება. გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია ყველა მოქალაქის ინფორმირება ჩვენი მიმდინარე ინიციატივებისა და რეფორმების შესახებ. განზრახული გვაქვს მეტად გავაძლიეროთ და განვავითაროთ ეს მიმართულება და მეტი ანგარიშვალდებულება ვიკისროთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner