logo_geo
eng_logo
ზვიად ტომარაძე: მომიტევეთ თუ ვინმეს სადღესასწაულო განწყობა გაგიფუჭეთ!
- +

27 მაისი. 2016. 01:36


„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე  მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს ულოცავს:



„გილოცავთ დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს!

 

იმ ქვეყნის, სადაც მინისტრებს სხვა ქვეყნები უნიშნავენ;

 

იმ ქვეყნის, სადაც მისი მილიონნახევარი მოსახლეობა იძულებულია საშოვარზე ემიგრაციაში წავიდეს;

 

იმ ქვეყნის, რომელიც ემიგრანტების ფულადი გადმორიცხვებით უდგას სული;

 

იმ ქვეყნის, სადაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უკიდურეს სიღარიბეში არსებობს და კაბალური სესხების, საბანკო სისტემის მძევალია;

 

იმ ქვეყნის, სადაც მისი 20% ოკუპირებულია რუსეთის, ხოლო 80% მსხვილი საერთაშორისო კორპორაციების მიერ;

 

იმ ქვეყნის, რომლის პარლამენტმაც ჩრდ. კორეისათვის დამახასიათებელი ერთსულოვნებით ჰომოსექსუალიზმი ბუნებრივ ნორმად აღიარა;

 

იმ ქვეყნის, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი აზარტული თამაშების ბიზნესის გამო კიდევ უფრო ღარიბდება;

 

იმ ქვეყნის, სადაც ტელეეკრანებიდან უზნეობა ყოველდღე ცხოვრების წესად იქადაგება;

 

იმ ქვეყნის სადაც ღირსება დაკარგულა და უღირსობა ითვლება წარმატების მიღწევის მთავარ საშუალებად;

 

იმ ქვეყნის, სადაც 9 წლიანი დამნაშავე რეჟიმის გადარჩენა, კოჰაბიტაციის მომიზეზებით დემოკრატიის მთავარი ამოცანა წარმოადგენს;

 

იმ ქვეყნის, სადაც ოფიციალური ჯაშუშების (არასამთავრობოების) კარნახითა და მეთვალყურეობით იღებენ კანონებს;

 

იმ ქვეყნის, სადაც მოსახლეობის დიდ ნაწილს ქვეყნიდან გაქცევაზე უჭირავს თვალი;

 

იმ ქვეყნის, რომელიც გაერომ მომაკვდავ ერების სიაში შეიყვანა და ფაქტიურად ფიზიკურად ნადგურდება;

 

იმ ქვეყნის, რომელსაც სასურსათო უსაფრთხოება არ გააჩნია და საკუთარ მოსახლეობას ადგილობრივი წარმოების მხოლოდ 20% კვებავს;

 

იმ ქვეყნის, სადაც კარს მომდგარ არჩევნებზე, ცუდსა და უარესს შორის არჩევანიც კი აღარ დარჩენილა;

 

და ბოლოს იმ ქვეყნის რომლის მოსახლეობის დიდ ნაწილს თეთრის და შავის, კეთილისა და ბოროტის გარჩევის უნარი დაჰკარგვია;

 

მომიტევეთ თუ ვინმეს სადღესასწაულო განწყობა გაგიფუჭეთ,

 

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!"


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner