„ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუში რეალურად იყო წარმოჩენილი ის პრობლემები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ღარიბაშვილი გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს.
„მე, რა თქმა უნდა, მოვუსმინე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს. ჩემი შეფასება არის ის, რომ ინტერვიუში ასახული იყო რეალობა. რეალურად იყო წარმოჩენილი ის პრობლემები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.