logo_geo
eng_logo
უკრაინაში საარჩევნო პლაკატებზე პოროშენკოს კონკურენტად პუტინია გამოყვანილი
- +

10 აპრილი. 2019. 15:45

 

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ უკრაინის ქალაქებში გამოჩნდა პოსტერები, რომელზეც უკრაინის მოქმედი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს კონკურენტად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია გამოყვანილი. პოროშენკოსა და პუტინის ფოტოს ქვეშ არის წარწერა: „21 აპრილი გადამწყვეტი არჩევანი“. ბილბორდების ფოტოები სოციალურi ქსელებით გავრცელდა.

 

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების თანახმად, ლიდერობა შოუმენსა და მსახიობ ვლადიმირ ზელენსკის ერგო. მეორე ადგილზე გავიდა უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო. მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner