logo_geo
eng_logo
სადახლოზე, წითელ ხიდსა და ლაგოდეხში არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
- +

10 აპრილი. 2019. 16:06

 

სადახლოზე, წითელ ხიდსა და ლაგოდეხში არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

 

„6-10 აპრილს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო“, „წითელი ხიდი“ და „ლაგოდეხი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური  დათვალიერების შედეგად, ჯამში, 3 420 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და სანქციის სახით, თითოეულს, ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner