იტალიელმა ექსპერტებმა რენესანსის ეპოქის მხატვრის მორიგ ნიჭზე დასკვნა გამოაქვეყნეს. ლეონარდო და ვინჩი ორივე ხელით ხატავდა.
უფიცის გალერეის სპეციალისტებმა და ვინჩის ადრეული ნახატები შეისწავლეს და ამ პროცესში დღემდე უცნობი ესკიზი აღმოაჩინეს.
როგორც ირკვევა, და ვინჩიმ ერთ-ერთი შედევრი ისე შექმნა, რომ ტილო მეორედ გამოიყენა და ლანდშაფტის ესკიზს ზემოდან გადაახატა.
სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ ესკიზი და ვინჩიმ 1473 წელს დახატა, მაშინ როდესაც 21 წლის იყო. შტრიხები და შესრულების ტექნიკა კი იმაზე მეტყველებს, რომ დღემდე ცაციად ცნობილი მხატვარი ორივე ხელით ხატავდა.