logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: საპარლამენტო ასამბლეაზე მამუკა ბახტაძემ ევროპელი დეპუტატების კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა
- +

10 აპრილი. 2019. 16:55

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის აზრით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გამოსვლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საინტერესო და ამომწურავი იყო.

 

თალაკვაძე აღნიშნავს, რომ მამუკა ბახტაძემ 20-წლიანი პროგრესი და ის გზა შეაჯამა, რომელიც საქართველომ ევროსაბჭოში გაწევრიანებიდან დღემდე გაიარა.

 

„პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა მომავლის ხედვაზე. იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელიც საქართველომ ევროპის საბჭოსთან ერთად და მისი მხარდაჭერით უნდა განახორციელოს. ვთვლი, რომ იყო ძალიან საინტერესო გამოსვლა და კითხვებს, რომლებიც გამოსვლის შემდეგ დაისვა, პრემიერ-მინისტრმა მშვიდად და საქმიანად უპასუხა“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

 

რაც შეეხება მამუკა ბახტაძის გამოსვლის შემდეგ ევროპელ დეპუტატთა მიერ დასმულ შეკითხვებს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მიიჩნევს, რომ ყველა შეკითხვას პრემიერ-მინისტრმა ამომწურავი პასუხი გასცა, მათ შორის იმ შეკითხვებსაც, რომლებიც შეეხებოდა საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებს, ია კერზაიას საქმეს და 600 ათასი ადამიანისთვის ვალების განულების თემას.

 

„მოულოდნელი არ იყო საკითხები, რომლებზეც საუბარი შედგა ანგარიშის დასრულების შემდეგ. რაც შეხება არჩევნებს, ჩვენ საქართველოში უკვე შევხდით დიპლომატიურ კორპუსს და ღიად გამოვხატეთ მზადყოფნა, განვიხილოთ და მაქსიმალურად გავითვალისწინოთ სადამკვირვებლო მისიისა და ეუთო-ს მისიის რეკომენდაციები. ჩვენს ინტერესებში შედის, რომ საარჩევნო გარემო და კანონმდებლობა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს, ვინაიდან ცვლილებები, რომელიც კონსტიტუციაში განვახორციელეთ, ითვალისწინებს სწორედ ამ სულისკვეთებას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

მამუკა ბახტაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner