logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი: პრემიერის მიერ ასამბლეაზე გამოსვლისას დასმული აქცენტები ძალიან სწორი იყო
- +

10 აპრილი. 2019. 17:45

 

„პრემიერ-მინისტრის მიერ დასმული აქცენტები იყო ძალიან სწორი. ეხებოდა ზუსტად იმას, რაზეც ქვეყანას გაწევრიანებიდან 20 წლის შემდეგ უნდა ესაუბრა,“ - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლას. ჩუგოშვილი ასევე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის მიერ გამოთქმულ კრიტიკას ბახტაძის გამოსვლასთან დაკავშირებით.

 

ჩუგოშვილის შეფასებით, გიორგი კანდელაკის მოსაზრებები დასასმელ აქცენტებთან დაკავშირებით არაადეკვატურია.

 

„ჩემს კოლეგას ოპოზიციის მხრიდან თავისი წარმოდგენები აქვს ხოლმე, ვინ სად რა უნდა ილაპარაკოს. არავინ არ არის ვალდებული, რომ მისი დაწერილი დღის წესრიგით და მოსაზრებებით იხელმძღვანელოს, მით უმეტეს, რომ ამ ადგილას სრულიად არაადეკვატური და არარელევანტური მგონია მისი მოსაზრებები დასასმელ აქცენტებთან დაკავშირებით.

 

პრემიერ-მინისტრის მიერ დასმული აქცენტები იყო ძალიან სწორი. ეხებოდა ზუსტად იმას, რაზეც ქვეყანას გაწევრიანებიდან 20 წლის შემდეგ უნდა ესაუბრა. ქვეყანას უნდა ესაუბრა ზუსტად იმაზე, ერთად რას მიაღწია საქართველომ და ევროსაბჭომ. ასევე, უნდა ესაუბრა იმ პრობლემებზე, რომელიც დაგვრჩა და მთავარი გამოწვევა, რა თქმა უნდა, არის ოკუპაციისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების სახით. ზუსტად ეს საუბრები და ეს თემები არის რელევანტური ამ ორგანიზაციაში.

 

რაც შეეხება სანქცირების საკითხს, ამაზე საქართველოს პოზიცია ძალიან მკაფიო და ნათელია. ყველა ფორმატში, მათ შორის ორმხრივ შეხვედრებში, პრემიერ-მინისტრი ამასთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას და აქ საერთოდ არავის არ გააჩნია არანაირი კითხვა იმასთან დაკავშირებით, საქართველოს რა გადაწყვეტილება აქვს მიღებული ამ მიმართულებით. კითხვაც კი არ არსებობს“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner