logo_geo
eng_logo
ტელეკომპანია „იმედის“ საქმეზე ჟურნალისტი ლევან ჯავახიშვილი დაიკითხა
- +

27 მაისი. 2016. 01:55


ტელეკომპანია "იმედის" საქმეზე ჟურნალისტი ლევან ჯავახიშვილი დაიკითხა. ჯავახიშვილმა 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანიაში სპეცრაზმის შეჭრის და დარბევის დეტალები გაიხსენა.


ჟურნალისტის განცხადებით, „ქრონიკის" მთავარ გამოშვებას უძღვებოდა, როდესაც რეჟისორმა სპეცრაზმის შეჭრის შესახებ აცნობა, წამყვანების ადგილას გიორგი თარგამაძე შევიდა და პირდაპირ ეთერში დაჯდა თავად კი საეთეროში შევიდა.


"საეთეროში სპეცრაზმელმა მომადო იარაღი და მეუბნებოდა, ხმის პულტი გამომერთო. მე ვუთხარი, რომ გამორთვა არ ვიცოდი, რის შემდეგაც ხმის პულტს ავტომატის ტარი ჩაარტყა და გატეხა. გამოგვიყვანეს, როგორც ტყვეები და ტელევიზიის პირველ სართულზე ვნახე სცენა, რომელიც მხოლოდ ფილმებში მინახავს. მძღოლები, ჟურნალისტები, ტელევიზიის თანამშრომლები მიწაზე დაწვენილი. დაწოლა აიძულეს, დიანა ტრაპაიძესაც, რომელიც 9 თვის ორსული იყო", - განაცხადა ჯავახიშვილმა.


როგორც იგი ყვება, და ტელეკომპანიის შენობის დატოვების შემდეგაც სპეცრაზმელები მისდევდნენ, საბოლოოდ ოჯახის წევრებმა მიაკითხეს და ავტომანქანით წაიყვანეს. ამ წუთებში პროცესზე ტელეკომპანია "იმედის" რეჟისორი თენგიზ მეზურნიშვილი იკითხება. დღესვე სასამართლო სხდომაზე დასაკითხად გამოძახებულია ჟურნალისტი თეა სიჭინავა.


შეგახსენებთ, რომ "იმედის" საქმეზე ბრალდებულები არიან: მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner