logo_geo
eng_logo
ჯეკ შეფერდი თბილისის აეროპორტში ბრიტანეთის პოლიციის წარმომადგენლებს გადასცეს
- +

10 აპრილი. 2019. 23:52

 

დიდი ბრიტანეთის მოქალაქის, ჯეკ შეფერდის წინასაექსტრადიციო პროცედურები დასრულდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მისმა ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა, შეფერდი ბრიტანეთის პოლიციის წარმომადგენლებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაახლოებით 2 საათის წინ გადასცეს. მისივე ინფორმაციით, ავიარეისი 19:45 საათზე იყო ჩანიშნული.

 

ჯეკ შეფერდის დიდ ბრიტანეთში ექსტრადირების გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ 26 მარტს მიიღო.

 

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის მოქალაქე ჯეკ შეფერდი, რომელიც საქართველოში მიმალვაში იმყოფებოდა, ახალგაზრდა ქალის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაშია მსჯავრდებული. უცხოური მედიის ინფორმაციით, შეფერდი საკუთარ კატერს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, სიჩქარის გადაჭარბების გამო კატერი გადაბრუნდა, რასაც მისი მეგობარი გოგონა, 24 წლის შარლოტა ბრაუნის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1987 წელს დაბადებულ ჯ.ს.შ. ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში 23 იანვარს ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა და საქართველოს პოლიციას ჩაბარდა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner