logo_geo
eng_logo
კაცს რომელმაც პროკურატურის წინ თავის დაწვა სცადა, უწყების წარმომადგენლები შეხვდნენ
- +

11 აპრილი. 2019. 02:48

 

კაცი, რომელმაც დღეს პროკურატურის შენობის წინ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა, ქურდობაში ბრალდებული ლევან ჯიქურია, ის შეღავათიანი პირობით საპროცესო შეთანხმების გაფორმებას მისივე მძიმე ოჯახური მდგომარეობის და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის გათვალისწინებით მოითხოვს.

 

ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, „გენერალურ პროკურატურასთან მომხდარი ინციდენტიდან რამდენიმე წუთში გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები ქურდობაში ბრალდებული ლევან ჯიქურის ინტერესების დამცველ ადვოკატს შეხვდნენ, რის შემდეგაც ბრალდებულსაც განუმარტეს, რომ დამატებით შეისწავლის სისხლის სამართლის საქმეს; დღეს მიწოდებულ ინფორმაციას. მიღებული გადაწყვეტილება კი, მას გონივრულ ვადაში ეცნობება“.

 

„წარსულში ქურდობისთვის, სხვისი ნივთის დაზიანებისთვის, ყაჩაღობისთვის და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისთვის გასამართლებული ლევან ჯიქური ქურდობის ბრალდებით 2018 წლის 22 ნოემბერს დააკავეს. მას ახალი დანაშაულის ჩადენისთვის ბრალდება წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით. ლევან ჯიქურს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს გირაო 3000 ლარის ოდენობით. სამართალდამცველებმა ლევან ჯიქურის სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ,,SAMSUNG“-ის ფირმის ტელევიზორი.

 

პროკურატურაში გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე ლევან ჯიქურმა განაცხადა, რომ მძიმე ოჯახური მდგომარეობის და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის გათვალისწინებით, მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე შეღავათიანი პირობით საპროცესო შეთანხმების გაფორმებას მოითხოვს. ბრალდებულის საქმის არსებითი განხილვა ამჟამად მცხეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს“, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner