logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: 13 დეპუტატის მიერ მომზადებული კანონპროექტის მხარდაჭერაზე მსჯელობა შეუძლებელია
- +

11 აპრილი. 2019. 12:22

 

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განცხადებით, 13 დეპუტატის მიერ მომზადებული „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის მხარდაჭერა შეუძლებელია.

 

როგორც ჟურნალისტებს მდინარაძემ განუცხადა, ცვლილებების მიხედვით, იუსტიციის საბჭო სასამართლოში კანცელარია ხდება, პროექტი კონსტიტუციას არ შეესაბამება და კანონპროექტის განხილვა ფორმალურია.

 

„ამ საკითხზე პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი და ვენეციის კომისიის დასკვნას ველოდებით. აქედან გამომდინარე შეუძლებელია, რომ იმ პროექტის მხარდაჭერაზე ვიმსჯელოთ, რომელიც წარადგინეს. ეს პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნის საშუალებაა, სხვა მხრივ, ბესელიამ, როგორც იურისტმა, კარგად იცის, რომ ამ თემას პერსპექტივა არ აქვს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ. ცვლილებები 13 დეპუტატმა მოამზადა, რომლის ერთ-ერთი ავტორი უმრავლესობის ყოფილი წევრი ეკა ბესელიაა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner