ირაკლი გოგავა უკრაინის გენპროკურატურის მიერ მიხეილ სააკაშვილის თანაშემწის კაბინეტისა და სახლის ჩხრეკის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს.
„სააკაშვილმა ბრიტანულ „გარდიანს" მისცა ინტერვიუ, სადაც განაცხადა, რომ უკრაინის მთავრობას არ აქვს რეფორმების ხედვა და პოროშენკო პრობლემის ნაწილად მოიხსენია, ხოლო უკრაინის მთავრობის წევრებს უნიჭოები უწოდა.
როგორც ჩემი მეგობრები კიევიდან მაცნობებენ (მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან), პოროშენკო ამ ინტერვიუს გამო გაცეცხლებულია და პროკურატურას და უშიშროების სამსახურს სააკაშვილზე შეტევა დაავალა. http://www.theguardian.com/.../mikheil-saakashvili-ukraine-go...
პროკურატურა და უშიშროება ჩხრეკას ატარებს გუბერნატორ სააკაშვილის და ასევე საქველმოქმედო ფონდის "ოდესის კეთილდღეობისთვის" ოფისებში. ფონდს ხელმძღვანელობს საქართველოს ყოფილი გენერალური კონსული ნიშნიანიძე. უკრაინის ხელისუფალთ აქვთ ინფორმაცია, რომ სააკაშვილი სწორედ ამ ფონდს იყენებს ბიზნესმენებისგან ქრთამების ასაღებად ცალკეული პრობლემების მოგვარებისთვის. ასევე უკრაინელი სამართალდამცველები ფონდის ხელმძღვანელობას ბრალად უყენებენ გადასახადებისგან თავის არიდებას 2,5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, იყენებდნენ რა დიპლომატიურ სტატუსს.
დიპლომატები ვენის საერთაშორისო კონვენციით არ იხდიან დღგ-ს გადასახადს იმ ქვეყანაში, სადაც მუშაობენ. ფონდის ხელმძღვანელებმა ისარგებლეს ამ წესით და 2,5 მილიონი დოლარის გადასახადი არ გადაიხადეს როცა შეისყიდეს დიდი რაოდენობით ბრენდული ტანსაცმელი.
პოროშენკომ სააკაშვილი პირადად გამოლანძღა „გარდიანის" სტატიის გამო, სააკაშვილმა ჩვეულ სტილში იუარა მე ეს არ მითქვამსო და ჟურნალისტის ინტერპრეტაციას დააბრალა.
"გარდიანის" ჟურნალისტმა კი აუდიჩანაწერი გამოაქვეყნა. შედეგად სააკაშვილი "მასპინძლობს" პროკურატურა-უშიშროებას თავის ოდესურ ოფისში."