logo_geo
eng_logo
ლაშა გვასალია: ზვიად გამსახურდიას ბანდიტად მომხსენიებელ სანდრას რაც მოუვა, მაგასაც განახებთ!
- +

11 აპრილი. 2019. 14:24

 

 

უფშვიტინე და მისი ცოლი

ისე, რომ ვიკითხო, რამე ხომ არ დაშავდება, უფშვიტინე ჩუტყვავილას ცოლად წოდებული, ოდესღაც, იმ ავადმოსაგონარ წუწრუწუნა დროში, ჩვენი გასაცოდავებული ქვეყნის პირველი ლედი, თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატია თუ ზუგდიდის???

 

რა ვიცი, გენაცვალეთ, იმ ჰარი-ჰარად წარდგენაზე, დედაქალაქში რომ მოაწყვეს ნაცებმა-ევრონაცებმა, ზუგდიდელი ვერავინ შევნიშნე და…

 

ქალბატონყოფილ სანდრინიოს უთქვამს: აქ სად გამოვაჩინოთ ეს ზუგდიდელები, მაგათთვის იქ მოვაწყობთ ცალკე წარდგენასო! – ვაი შენს პატრონს უბედურს, შენი დასაცინი და დასაწუნებელი რომ გახდებიან მეგრელები!!!

 

თუ ჩემი დასაცავი და შესაბრალებელი გახდებოდნენ ზუგდიდელი ნაცები და ევრო-ნაცები, ამას როგორ ვიფიქრებდი, მაგრამ სანდრა ტომ და ჯიშ არეული ქალის საქილიკოდ ნაღდად არ მემეტებიან, რაც არ უნდა იყოს, ერთი სისხლისანი ვართ!..

 

ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ მიშა ჩუტყვავილას დრო – წასულია, წასული..

 

წასული კი – წარსულია!..

 

P.S. ჰო, დამავიწყდა მეკითხა, ნიკანორ მელია რატომ არ გიმშვენებდათ გვერდს – საზეიმო წარდგენაზე?

 

გოცირიძეს უთქვამს, კუპონების ლომს: განაწყენებულია მელია, სანდრათი რომ ჩაანაცვლეს და იქ რას მოვიდოდაო? ის კი არა, გიორგი ბარამიძეს ისეთი ალიყური აჭამა ნიკანორმა, მაშინ აზანზარებული ჭაღები – დღესაც ჭრიალებენო!!!

 

კიდევ – კობა ნაყოფიას ვენდობი მხოლოდო, უთქვამს მიშაია ჩუტყვავილას. მაგია ერთგული კაციო!..

 

მე კიდევ ის გამკვირვებია, ამ საბედიანოელ კაცს რა ჯანდაბა უნდა იმ უმისამართო, ძირუსაგნო უფშვიტინესთან?!

 

მოკლედ, „მიდის ოპერა ლაკმე – ბუტაფორიის შეხლა!“

 

ეჰ, სანდრა, სანდრა, სორე მიოწკანტრა

ხომ ვიცოდით, რომ სააკაშვილისთვის სამშობლო და მეგობრობა არაფერს წარმოადგენდა, ეს სულიერად უთვისტომო და ცვედანი არსება, უმეგობრო ტიპაჟი გახლდათ. პრეზიდენტობის დროს ყველა მინისტრსა თუ თანამებრძოლს უდიერად მოიხსენიერდა და უღირსად ეპყრობოდა. სიყმაწვილეში „ჩმორმა“ და „შპიონმა“, ჩაიგდო თუ არა ხელში ძალაუფლება, შურისძიებით შეპყრობილმა, – უმალ ძლიერებაზე, ვაჟკაცობასა და ღირსებაზე გაილაშქრა!.. მისი ავხორცობისა ეშინოდათ, მის უზნეობას გაურბოდნენ. ყველა, ვინც ამ დამთხვეულის გარშემო ტრიალებდა და ასე თუ ისე, შესახედავი, თვალშისაცემი მეუღლე და შვილები ჰყავდა, ფრთხილობდა. ოჯახის წევრებს უმალავდნენ ამ ჩუტყვავილა კაცს. ამ არამზადობის სიმბოლოს. იმის შიშით, რომ გავლენებს დაჰკარგავდა პარტიასა და ქვეყანაში, ფეხებზე დაიკიდა სანდრაზე ბევრად მომგებიანი ნიკანორ მელია და ოდესღაც მისი თანამეცხედრე წამოაყენებინა ზუგდიდში მერობის კანდიდატად. არადა, ხომ „გაასხა“ ერთხელ ამ „მოელარჯე“ ქალმა და სრული გაფარჩაკების შიშით, შუა გზაზე მიატოვა ბრძოლა “ოცნების” კანდიდატთან?! ამ გაფოჩებულ ქალს იმისა სჯერა, რომ თავისი ორი კაკალი მეგრულითა და ერთსტროფიანი „დიდოვ ნანათი“ გავა ფონს! მასე რომ იყოს, „ჩვენო ნოსაყოფილო“, ქიონია ფარფალიასთანა მეგრული, ჩონგური და ხმა-მეგრული მეორე არ მოიძებნება დუნიაზე და ავირჩიოთ მაშინ თვალჟუჟუნა ქიონია მერად! ეჰ, სანდრა, სანდრა, ჩვენ ჩვენი გაგვჭირვებია მეგრელებს, შენ კიდევ შენი გიჟი ქმარყოფილი და მოდი ნუ შევაწუხებთ ერთურთს!.. სანდრა „ძვირფასო“, სათაურად გამოტანილ მეგრულს ვერ გაიგებდი და მოდი გითარგმნი: ეჰ, სანდრა, სანდრა, სად მიკუსკუსებ-მეთქი! – ხომ გაგიგია, უკან ზღვა და წინ მეწყერიო, ჰოდა, ასეთ უგზოობით გამოუვალ სიტუაციაში, ერთი გამოსავალი არსებობს მაინც: აფრინდე და გაფრინდე იმ შენს ქვეყანაში და ერთხელ და სამუდამოდ დაეთხოვო მიშას სიგიჟეებს, დაისვენო შენც და დაგვასვენო ჩვენც. დავიღალეთ, ადამიანო, ამდენი ძაგებითა და გინებით, კი არ გვიხარია და მოგვწონს, მაგრამ სხვა ენასა და საუბარს, ისეთი უჯიშოები ხართ, კაცი ვერ გაგაგებინეთ თქვენ და ახლა ხელახლა ავიპილპილოთ უნდა მეტყველების ორგანო და ცოდვა ხარ, ვიცი, აგენტობისა გამო პოლიტიკურად ვერ ეყრები იმ შენს გამოარაფრებულ ყიყლიყოს, მაგრამ ჩვენც შეგვიბრალე, შე ქალო, არ გვინდა მიწასთან გაგასწოროთ მთლად, ქალი ხარ მაინც, და ნუ ჩაგვაყენებ გამოუვალ მდგომარეობაში… თორემ, გაბითურებულსა და გასაცოდავებულს, შეგახსენებს მერე ვიღაცა იქნება ქართულ ანდაზას: „რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო!“.. აბა ჰე, დაფიქრდი!..

 

ა, ბატონებო, მიზეზიცა და საბაბიც

მოჩემარი და კაცთმოძულე არავის ვეგონო!.. ვინც ეროვნულ ეთნომენტალობაზე უარყოფით გავლენას მოახდენს, ვინც ჩვენს კულტურასა და ტრადიციას შეურაცხოფას მიაყენებს, ვინც უზნეობას წესად გაიხდის, ვინც მშობლიურ ენაზე წინ სხვა, ნებისმიერ ენას დააყენებს და „დედაენის“ სწავლებას ამოიღებს სკოლიდან – ყველას დაუძინებელი მტერი ვიქნები!.. ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, პოლიტიკური შესაძლებლობების ძალადობრივ სიბრტყეზე გადატანა, საპროტესტო დემონსტრაციებისა თუ შეკრებების დარბევა – აკრძალვა, ადამიანის დამცირება- ჩაგვრა!.. ასევე ვერ მოვითმენ კანონზე მაღლა პიროვნების, ვინც არ უნდა იყოს ის, და რა თანამდებობაც არ უნდა ჰქონდეს – დაყენებას… ჩემთვის, როგორც ბუდექართველისთვის, უმთავრესი მწვერვალი ღირსებისა და ბედნიერებისა- საკუთარი სამშობლო და მისი აღმატებულება ქართველი ერია, მშობლიური ენის ჯანმრთელობა და უფლის დიდებაა, ვინც ამ საუნჯეთა წინააღმდეგ თუნდაც ერთ ნაბიჯს გადადგამს, მისი დაუძინებელი და შეურიგებელი მტერი ვიქნები დღენიადაგ!.. ასევე, წმინდა და ხელშეუხებია ჩემი ოჯახის პატიოსნება და ცა-ღვთიურობა, მასთან მზაკვრულ მიახლოებასაც კი არავის შევარჩენ!.. ა, ბატონებო, მიზეზი და საბაბი იმისა, თუ რატომაც ვემტერები ნაც-ბანდას!.. ან, ზვიად გამსახურდიას შემდგომ, როგორ შეიძლება სააკაშვილი და მისი დარი ქარიყლაპია უტრუხუნეები მოგეწონოს მართალ კაცს?!..

 

მიმართვისნაირი ნამცვრევი „ნაცებს“

„ნაცუშკებო“, გავიგე ყველაფერი, რაზეც მსჯელობთ თქვენს „ხავერდოვან“ ოფისში. ერთი გვასალია ვერ გავაჩერეთ და მალე მასაც მივხედავთო!… სხვებისგან არ გამკვირვებია, მაგრამ შენგან მაინც გამიკვირდა მურთაზ (ზოდელავა), უპატიოსნესი დედ-მამის შვილი ხარ და ეგ არ უნდა გეკადრებინა!.. „ისეთ რამეებს გავუჩალიჩებთ, ენას მუცელში ჩავაგდებინებთო“! „თავს მოვაკლევინებთო“ და მისთანები – მელია და კონჯარია წიწმატობდნენ თურმე განსაკუთრებით!.. ისე აგიდგათ გვერდები თქვენ, რამდენიც ჩემი დადუმება ვერ შეძლოთ!.. გაჩერდით წყნარად, თორემ ისეთ დღეში ჩაგაგდებთ- თქვენივე ხორცს, თქვენივე კბილებით იგლეჯდეთ!.. ასეთი ქვეშქვეშობითა და ბოროტებით ძალგიძთ პაექრობა, სხვა რა შეგიძლიათ, თქვე მართლა სულით კუზიანებო და არსით ბანდიტებო!.. ყველაფერი ვიცი, რასაც ჩიფჩიფებთ და გამოვფენ თქვენს სომხური ლავაშივით გაბრტყელებულ, სიცრუითა და გესლით აყროლებულ „ენებს“ სამზეოზე… მინდა ხალხმა კიდევ უფრო ახლოს გაგიცნონ – როგორი აყროლებული და თუქსუსებიცა ხართ! რაც შეეხება ჩემს შეშინებას, ნამეტანი შემცდარხართ… თუ რატომ, ამას განახებთ! მანამდე ჩემს მეგობარყოფილ და ოდესღაც თანამებრძოლ, განაცებულ „ზვიადისტებს“ შეეკითხეთ!.. ეჰ, თქვენი ქადილი არ გაიშვას, თქვე ჩუტყვავილას მიმდევრებო, თქვენა!

 

არეულობააო ნაცეთის საყველიეში, გაუძოღანდათ კუსკუსელა კანდიდატი – ჩუტყვავილას დამჭკნარი ვარდი, ახლის შერჩევაც გაუჯანჯლდათ, მელიას აგრესიული ტონი და შესაბამისი კამპანია არ გაჭრის უკვე, ისეთ ალიყურს მიიღებს ტანმაღალი ნიკანორი - დღისით ელანდებოდეს და ღამით ესიზმრებოდეს… მოკლედ, ნამეტან ცუდ დღეში არიან მეცუდეები, ანუ ნაცები!..

 

ვისაც ჰგონია, რომ ჩუტყვავილა სააკაშვილის სანდრას დავუთმობთ ზუგდიდს ნაც-ბანდების საძუღნაოდ, ძალიან შემცდარა. ზვიად გამსახურდიას ბანდიტად მომხსენიებელ სანდრას რაც მოუვა, მაგასაც განახებთ! სანდრა არა, კოპეშია!

 

 

 

ლაშა გვასალია

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner