logo_geo
eng_logo
ყოფილ მსჯავრდებულთა მიერ დანაშაულის ჩადენის ხელშემწყობი ფაქტორების კვლევის პრეზენტაცია გაიმართა
- +

11 აპრილი. 2019. 14:55

 

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ყოფილ მსჯავრდებულთა მიერ დანაშაულის ჩადენის ხელშემწყობი ფაქტორების კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.

 

კონფერენცია, რომელსაც სამინისტროების, მთავრობის ადმინისტრაციის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და  სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ,   გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძემ გახსნა.

 

კვლევა 2018 წელს საქართველოს გენერალური პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის მიერ, ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტთან თანამშრომლობით განხორციელდა.

 

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის  ძირითად მიზანს  დანაშაულის განმეორებით ჩადენასთან დაკავშირებული რისკ და დამცავი ფაქტორების გამოვლენა წარმოადგენდა, კვლევის სამიზნე ჯგუფები კი  ყოფილი მსჯავრდებულები, მათი ოჯახის წევრები და სერვისის მიმწოდებლები იყვნენ.

 

კვლევის შედეგები  შესაბამის საჯარო სამსახურებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს სამომავლო პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებაში დაეხმარება. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის  შედეგები ასევე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში დანაშაულის პრევენციის პოლიტიკის გაძლიერებას და გაუმჯობესებას.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner