WikiLeaks-ის დამფუძნებელს, ჯულიან ასანჟს ეკვადორმა დიპლომატიური თავშესაფარი მოუხსნა. ამის შესახებ ბრიტანული პოლიცია აცხადებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ჯულიან ასანჟი ავღანეთსა და ერაყში აშშ-ის სამხედრო ოპერაციების შესახებ გამოქვეყნებული პუბლიკაციებით გახდა ცნობილი და აშშ-ის ბიუროკრატიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა.
მოგვიანებით ის შვედეთის სასამართლომ სექსუალური დანაშაულის ჩადენაში სცნო დამნაშავედ და საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.
ასანჟი ბრიტანეთში ეკვადორის საელჩომ 2012 წელს შეიფარა. ის 7 წლის განმავლობაში საელჩოს ტერიტორიას არ გასცილებია.