logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: საკონსტიტუციო პროექტზე მუშაობისას ეკა ბესელიასგან საწინააღმდეგო პოზიცია ნამდვილად არ მომისმენია
- +

11 აპრილი. 2019. 16:08

 

„ყველა ერთად, მათ შორის ეკა ბესელია ვმუშაობდით საკონსტიტუციო კანონპროექტზე, რომელთან მიმართებით ეკა ბესელიასგან საწინააღმდეგო პოზიცია მე ნამდვილად არ მომისმენია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

 

მათიკაშვილის თქმით, ეკა ბესელიას დღევანდელი განცხადება სპეკულაციაა.

 

„შემიძლია, ცალსახად გითხრათ, რომ რეალურად ეს არის სპეკულაცია. არასდროს მსგავსი რამ არ გვინახავს და არც შეიძლება დაგვენახა. პოლიტიკური სპეკულაციაა, მცდელობა, რომ საკუთარი პოლიტიკური ქულები დაიწერო ამ სიცრუის ტირაჟირებით. ასეთი რაღაც არ მომხდარა და ბუნებაში ვერც მოხდებოდა. სამაგიეროდ, შემიძლია გითხრათ და გავიხსენო სიტუაცია, როდესაც ყველა ერთად, მათ შორის ქალბატონი ეკა ბესელია ვეჯექით კანონპროექტს, ღამე გვიანობამდე, ძალიან დიდი შრომის შემდეგ ვთანხმდებოდით კონკრეტულ მუხლზე და ამაზე მუშაობა ერთობლივად მიდიოდა“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

 

მათიკაშვილის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თაობაზე ჩანაწერი, რომელიც ეკა ბესელიამ ახსენა, არ ყოფილა ცალკე გატანილი საკითხი.

 

„კარგად გვახსოვს, საკონსტიტუციო კანონმა რამხელა პროცესი გაიარა. პირველ რიგში, გუნდის შიგნით სკრუპულოზურად იყო განხილული ყველა წერტილ-მძიმე და თქვენ როგორ გგონიათ, ასეთი მნიშვნელობის საკითხები ამოვარდებოდა ამ კონტექსტიდან? ეს არის მათი პოლიტიკური ქულების დაწერის ინსტრუმენტი, როგორც მე ვხედავ. კონსტიტუციასთან მიმართებით საწინააღმდეგო პოზიცია მე მისგან ნამდვილად არ მომისმენია“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე დღეს განაცხადა, რომ საქართველოს ახალ კონსტიტუციაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თაობაზე ჩანაწერი მიხეილ ჩინჩალაძის ინიციატივით გაკეთდა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner