logo_geo
eng_logo
ნინოწმინდაში, კარწახში, თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს
- +

11 აპრილი. 2019. 17:09

 

26 მარტიდან 11 აპრილის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „ნინოწმინდა“, „კარწახი“, „თბილისის აეროპორტი“ და „ქუთაისის აეროპორტი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, ირანისა და სომხეთის მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერებისას, ნარკოტიკული (269 აბი და ჰაშიში 4.8 გრ.) და ფსიქოტროპული (864 კაფსულა და 565 აბი) ნივთიერების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს.

 

საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აღიძრა სისხლის სამართლის საქმეები და გამოძიება სსკ-ის 260-ე, 262-ე და 263-ე  მუხლებით მიმდინარეობს.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner