logo_geo
eng_logo
საქართველოს საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
- +

11 აპრილი. 2019. 18:58

 

საქართველოს საპატრიარქო რეზიდენციის შესასვლელ ოთახში განთავსებული ფოტოების შესახებ, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს რომელსაც „რეპორტიორი“ უცვლელად გთავაზობთ:

 

„საპატრიარქო რეზიდენციის ერთ-ერთ შესასვლელ ოთახში კედელზე კიდია ორი პირველიერარქის ფერწერული პორტრეტი, რადგან მათ სახელს უკავშირდება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ცნობა.

 

ესენია: რუსეთის ეკლესიის მეთაური ალექსი I, – მან 1943 წელს აღიარა  1917 წელს საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენის ფაქტი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი დიმიტრიოსი, რომელმაც 1990 წელს საპატრიარქო სიგელებით დაადასტურა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობა უძველესი დროიდან.

 

ასე რომ, ნებისმიერი პიროვნება კადრში შეიძლება მოხვდეს როგორც ერთ, ისე მეორე პიროვნების პორტრეტთან.

 

დღეს კათოლიკოს-პატრიარქისა და ბ-ნ ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის ფოტოზე, უკანა პლანზე,  ჩანს პატრიარქ ალექსი I-ის სურათი, რაც ზოგიერთებისთვის ქილიკის მიზეზი გახდა.

 

სამწუხაროდ, ბოლო დროს  ეკლესიის მიმართ უსაფუძვლო, ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი ქმედებები არის გახშირებული და ცალკეული პიროვნებების დღევანდელი კომენტარებიც ამის კიდევ ერთი დადასტურებაა.

 

P.S. კადრში ჩანს ორივე პატრიარქის ფერწერული ტილო“, - წერია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner